ვფიქრობ, რომ ეს კურსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი პრაქტიკისათვის. კურსი დავასრულეთ პორტფოლიოს გამოქვეყნებით და გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა უფრო სიღმისეულად შემესწავლა თუ როგორ ვასწავლო პროექტების საშუალებით. და ბოლოს უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინოს, იმისათვის რომ აქვს უნიკალური გადმოცემის უნარი, არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და საინტერესო ადამიანი, თავისი საქმის პროპესიონალი. სხვა დროს მსგავსი ტრენინგის გავლის შემთხვევაში ნინოს სახით ვისურვებდი ტრენერად მოვლენას.
ინტელის ტრენინგი
Thursday, July 10, 2014
Wednesday, July 9, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევავსეთ სასწავლო პროცედურები, DRIVE-ში ვისწავლეთ კითხვარის შექმნა თავისი სავარაუდო პასუხებით, PP შექმნილ სლაიდშოუში შევავსეთ პროექთის აქტივობები.
Monday, July 7, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე დატვირთული იყო ინფორმაციულად. დღეს ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. განვიხილეთ სწავლის სხვადასხვა სტილი.
Thursday, July 3, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს გამოვაქვეყნეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.შევადგინეთ შეფასების რუბრიკა. ამ ნამუშევრებისათვის ვისწავლეთ ვიდეოების დადება, პრეზენტაციია გამოქვეყნება, დიზაინის შეცვლა, კომენტარების გამოქვეყნება, ბლოგზე გეგმაში შევიტანეთსაბაზო უნარ-ჩვევები. გავაკეთეთ მონახაზი სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით.
Subscribe to:
Posts (Atom)