Thursday, July 10, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ ეს კურსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი პრაქტიკისათვის. კურსი დავასრულეთ პორტფოლიოს გამოქვეყნებით და გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა უფრო სიღმისეულად შემესწავლა თუ როგორ ვასწავლო პროექტების საშუალებით. და ბოლოს უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინოს, იმისათვის რომ აქვს უნიკალური გადმოცემის უნარი, არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და საინტერესო ადამიანი, თავისი საქმის პროპესიონალი. სხვა დროს მსგავსი ტრენინგის გავლის შემთხვევაში ნინოს სახით  ვისურვებდი ტრენერად მოვლენას.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Wednesday, July 9, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევავსეთ სასწავლო პროცედურები, DRIVE-ში ვისწავლეთ კითხვარის შექმნა თავისი სავარაუდო პასუხებით, PP შექმნილ სლაიდშოუში შევავსეთ პროექთის აქტივობები.

კვლევის კითხვარი

Monday, July 7, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე დატვირთული იყო ინფორმაციულად. დღეს ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. განვიხილეთ სწავლის სხვადასხვა სტილი.

Thursday, July 3, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გამოვაქვეყნეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.შევადგინეთ შეფასების რუბრიკა. ამ ნამუშევრებისათვის ვისწავლეთ ვიდეოების დადება, პრეზენტაციია გამოქვეყნება, დიზაინის შეცვლა, კომენტარების გამოქვეყნება, ბლოგზე გეგმაში შევიტანეთსაბაზო უნარ-ჩვევები. გავაკეთეთ მონახაზი სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით.

ბრილიანტის ქვები