Thursday, July 10, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ ეს კურსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი პრაქტიკისათვის. კურსი დავასრულეთ პორტფოლიოს გამოქვეყნებით და გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა უფრო სიღმისეულად შემესწავლა თუ როგორ ვასწავლო პროექტების საშუალებით. და ბოლოს უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინოს, იმისათვის რომ აქვს უნიკალური გადმოცემის უნარი, არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და საინტერესო ადამიანი, თავისი საქმის პროპესიონალი. სხვა დროს მსგავსი ტრენინგის გავლის შემთხვევაში ნინოს სახით  ვისურვებდი ტრენერად მოვლენას.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Wednesday, July 9, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევავსეთ სასწავლო პროცედურები, DRIVE-ში ვისწავლეთ კითხვარის შექმნა თავისი სავარაუდო პასუხებით, PP შექმნილ სლაიდშოუში შევავსეთ პროექთის აქტივობები.

კვლევის კითხვარი

Monday, July 7, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე დატვირთული იყო ინფორმაციულად. დღეს ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. განვიხილეთ სწავლის სხვადასხვა სტილი.

Thursday, July 3, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გამოვაქვეყნეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.შევადგინეთ შეფასების რუბრიკა. ამ ნამუშევრებისათვის ვისწავლეთ ვიდეოების დადება, პრეზენტაციია გამოქვეყნება, დიზაინის შეცვლა, კომენტარების გამოქვეყნება, ბლოგზე გეგმაში შევიტანეთსაბაზო უნარ-ჩვევები. გავაკეთეთ მონახაზი სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით.

ბრილიანტის ქვები

ძვირფასი ქვები

Wednesday, July 2, 2014

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას. ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის აღრიცხვა. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი (პრეზენტაცია სლაიდ შოუს გამოყენებით).

Monday, June 30, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი  დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი ინფორმაციული თვალსაზრისით. ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმებზე და მეთოდებზე, რომლებიც დაგვეხმარება პროექტების განხორციელებაში. შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია Power Point-ში.

Wednesday, June 25, 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლე პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.